top of page

როჰინგას გენოციდი

2016-2017 წლებში მიანმარში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფ - როჰინგაზე სახელმწიფოს მხრიდან კოორდინირებული შეტევებისა და თავდასხმების სერია განხორციელდა. აღნიშნულმა გამოიწვია როჰინგას გენოციდის ჩამოყალიბება, რის შედეგადაც განადგურდა როჰინგას ტომებით დასახლებული სულ მცირე 200 სოფელი, 13 ათასი მათგანი დაიღუპა, ხოლო 890 ათასზე მეტ როჰინგას ქვეყნის იძულებით დატოვება მოუწია. მოვლენა საკმაოდ ტრაგიკულია, თუმცა ამავე დროს საინტერესო, ვინაიდან გენოციდის გამომწვევ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად დეზინფორმაციისა და სიძულვილის ენის შემცველი მესიჯბოქესების გავრცელება  იქცა. აღმნიშნული შემთხვევა წარმოადგენს ნათელ მაგალითს იმისა, თუ როგორ შეუძლია პროპაგანდას, დეზინფორმაციასა და სიძულვილის ენას წაახალისოს ძალადობა და სისხლისღვრაც კი. 

37974467_905.png
37974467_905.png

ვინ არიან და სად ცხოვრობენ როჰინგას ტომის წევრები?

როჰინგას ტომი არის სახელმწიფოს არ მქონე ინდოარიული ეთნიკური ჯგუფი, რომლის განსახლების არეალსაც მიანმარი, რაკჰინის შტატი წარმოადგენს. ორმილიონიანი ეთნოსი, რომელიც ბუდისტური ქვეყნის რელიგიური უმცირესობაცაა და მუსლიმებს წარმოადგენენ, უკვე რამდენიმე ათეული წელია მიანმარის ხელისუფლებისგან დისკრიმინაციის მსხვერპლია. მიუხედავად იმისა, რომ ტომმა 70-იანი წლებიდან მოყოლებული ძალადობის არაერთი ტალღა გადაიტანა, ჩვენთვის საინტერესო 2016-17 წლებში განხორციელებული მოვლენებია, რომელიც როჰინგას ტომის გენოციდით დასრულდა. “გასუფთავების ოპერაციის’’ სახელით მიანმარის სამხედრო ძალები თავს დაესხნენ როჰინგას თემებს, დაუნდობლად ხოცავდნენ მამაკაცებს, ქალებსა და ბავშვებს. ამასთან, სექსუალურად ძალადობდნენ ქალებზე. 

გენოციდის მიზეზები

მიანმარის მოქალაქეებისა თუ ხელისუფლების მხრიდან როჰინგას ეთნიკური უმცირესობის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტები მრავალი ათწლეულის განმავლობაში არსებობდა. ამის ძირითადი მიზეზი ულტრანაციონალისტური და ისლამოფობიური განწყობებია. თანამოედვროვეობამ და ტექნოლოგიურმა განვითარებამ ბრძოლის იარაღებიც შეცვალა და 2016-17 წლებში როჰინგას მიმართ ძალადობის წახალისების მნიშვნელოვანი მიზეზი სოციალური და ბეჭდური მედიის აქტივობა აღმოჩნდა. პირდაპირ კეთდებოდა მოწოდებები ახალი ჰოლოკოსტის მოწყობის აუცილებლობისა და როჰინგას ეთნოსის ფიზიკური განადგურების შესახებ. ფეისბუქი, ყველაზე აქტიური პლატფორმა მიანმარში, გადაიქცა ანტი-როჰინგული ნარატივების პოპულარიზაციის  იარაღად. აღნიშნულს დაემატა სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მედია საშუალებების მხრიდან დამამცირებელი დისკურსის გავრცელება, რის გამოც დეზინფორმაცია, პროპაგანდა და სიძულვილის ენა როჰინგას გენოციდის გამომწვევ ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზადაა მიჩნეული.

მიანმარის ბეჭდური მედიის დეზინფორმაციები როჰინგას ტომზე

მიანმარში არსებობს სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი არაერთი მედია საშუალება, მათ შორის ორი ყველაზე მნიშნელოვანია ყოველდღიური გაზეთები: ბირმულენოვანი Myanma Alinn  და ინგლისურენოვანი Global New Light of Myanmar (GNLM). აღნიშნული გაზეთები როჰინგელთა ეთნოსს წარმოაჩენდა, როგორც ეროვნული უსაფრთოხების გამოწვევას, ეწეოდნენ მათ დისკრედიტაციას და მოიხსენიებდნენ როგორც ‘’საძაგელ ადამიან-რწყილებს’’. დეზინფორმაციული  კამპანიას გაზეთები უმეტესწილად მიმართავდნენ ‘’არაკანის როჰინგას ხსნის არმიის‘’ (ARSA) წინააღმდეგ. ეს უკანასკნელი მიანმარმა 2017 წელს აღიარა ტერორისტულ ორგანიზაციად, რაც მათი მთავარი ხელჩასაჭიდი გახდა. თუმცა, ამას გარდა, მიანმარის მედია საშუალებები თავიანთ დეზინფორმაციულ კამპანიას რამდენიმე სხვა მიმართულებითაც აწარმოებდნენ. 

Facebook პოსტების როლი გენოციდში

facebook-logo-many-logos-are-footage-122597136_prevstill.webp

2021 წელს როჰინგას ლეგალური წარმომადგენლების მხრიდან მეგა კომპანია Meta Platforms Inc-ს წინააღმდეგ სარჩელი მომზადდა. აღნიშნული სარჩელი კომპანიას ბრალს სდებდა, რომ:

ქსელის ალგორითმმა ხელი შეუწყო სიძულვილის ენის შემცველი ნარატივების სწრაფ და მარტივ გავრცელებას

კომპანიამ ვერ შეძლო მიანმარში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ინფორმირებული მოდერატორებისა და ე.წ. „ფაქტ-ჩეკერების“ დაქირავება

კომპანიამ ვერ შეძლო როჰინგას წინააღმდეგ სიძულვილის შემცველი პოსტებისა და ანგარიშების დროულად წაშლა და დაბლოკვა

ფეისბუქმა, მიუხედავად გაფრთხილებისა, ვერ მიიღო დროული და აუცილებელი ზომები

Facebook-მა 2018 წელს აღიარა, რომ არ გააკეთა საკმარისი ძალადობისა და სიძულვილის ენის წაქეზების თავიდან ასაცილებლად მიანმარის მუსლიმური უმცირესობის მიმართ. კომპანიის დაკვეთით შედგენილმა დამოუკიდებელმა მოხსენებამ დაადგინა, რომ ‘’ფეისბუქი გახდა ხელსაწყო მათთვის, ვინც სიძულვილის ენის გავრცელებასა და ზიანის მიყენებას ცდილობს, და, პოსტები პირდაპირ დაკავშირებულია ფიზიკურ ძალადობასთან’’.

მიანმარში ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელს სწორედ ფეისბუქი წარმოადგენს. 2012 წლიდან იწყება ბუდისტი რადიკალების გააქტიურება ფეისბუქის პლატფორმაზე, რამაც დასაწყისშივე გამოიწვია რამდენიმე როჰინგას ტომელი ადამიანის გარდაცვალება და დაშავება. საინტერესოა, რომ გარდა ბუდისტური ორგანიზაციებისა, დეზინფორმაციის კამპანიაში ჩართულნი იყვნენ ოფიციალური სამხედრო პირებიც. არმიის ასობით წარმომადგენელმა ე.წ. ‘’ფეიკ ანგარიშების’’ გამოყენებით გამოაქვეყნა სიძულვილის ენის შემცველი ასობით პოსტი, აღნიშნულ ანგარიშებს კი მილიონობით გამომწერი ჰყავდათ. მათი ეს ქმედება ცალსახად წარმოადგენდა არაავთენტური კოორდინირებული ქმედების მაგალითს. ძალიან ხშირად აღნიშნული ანგარიშები მიზანმიმართულად აყალბებდენ ვიზუალურ მასალასაც, მაგალითად:

merlin_145162080_e3ae1521-8756-42f0-9d24-cabbf4884517-superJumbo.jpg
merlin_145162083_3bd2e403-feb0-4411-822f-c0d4a576fafa-superJumbo.jpg

ამ პოსტებით მიანმარის ჯარების მთავარსარდალი  ამტკიცებს, რომ რაკჰინის შტატში ჯერ კიდევ 1940-იან წლებში არსებობდა კონფლიქტი და ამაში როჰინგას ადანაშაულებს. რეალურად, არც ერთი ფოტოები ასახავს 1971 წლის ბანგლადეშის ომს დამოუკიდებლობისთვის. 

შეგვიძლია იმ რამდენიმე მიზეზის იდენტიფიცირება, რის გამოც ფეისბუქი გენოციდის ჩამოყალიბების ერთ-ერთ მექანიზმად იქცა.

ეთნიკურ ნიადაგზე გაჩენილი დაძაბულობა

სოციალური ქსელების აქტიურად გამოყენებამ გაზარდა უფსკრული მუსლიმ უმცირესობასა და ბუდისტ უმრავლესობას შორის. 

image.png
image.png
image.png

ვიზუალური მასალის გაყალბება და 117 გვერდიანი წიგნი

2018 წლის ივლისში მიანმარის სამხედრო პროპაგანდისტებმა გამოსცეს 117-გვერდიანი წიგნი, რომელიც სავსე გახლდათ დეზინფორმაციული ფოტო მასალითა და ისტორიის გადაწერის მცდელობებით. განვიხილოთ მაგალითები:

unnamed.png

წიგნზე დაყრდნობით, ეს ფოტო ეხებოდა 1940-იან წლებში როჰინგას ტომელების აჯანყებასა და მათ ძალადობას ბუდისტების წინააღმდეგ. თუმცა, რეალურად, ეს ფოტო 1971 წელს ბანგლადეშის დამოუკიდებლობის ომისას იქნა გადაღებული. 

unnamed (1).png

წიგნის მიხედვით, ფოტო ასახავს მიგრანტთა რიგს, რომლებიც მიანმარში შემავალი როჰინგას ტომელები გახლავთ. რეალურად ფოტოზე გამოსახულნი არიან რუანდელი მიგრანტები, რომლებიც 1996 წელს ტანზანიაში ცდილობენ შესვლას. 

unnamed (2).png

წიგნში გვხვდება ფოტოც, სადაც ნაჩვენებია გემი, რომლითაც, თითქოს, როჰინგას ტომელები შეედინებიან მიანმარში. რეალურად, აღნიშნული გემით პირიქით, როჰინგას ტომელები გარბიან მიანმარიდან 2015 წელს 

bottom of page